20 აპრილს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა.
ბოლნისის „სიონი“ პირველ ლიგელ „ვიტ-ჯორჯიას“ ეწვია. დაძაბული და საინტერესო შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა. ბოლნისელებმა მეტოქის მოედანზე ორი გოლის გატანა მოახერხეს და განმეორებით შეხვედრას დიდი უპირატესობით ხვდებიან.
ნახევარფინალური ეტაპის მეორე შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა. თბილისის „დინამომ“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად 3-0 დაამარცხა.
ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები 5 მაისს გაიმართება. ფინალი კი 18 მაისს შედგება.
ვიტ-ჯორჯია - სიონი 2-2
მცხეთა, „მცხეთა პარკი“
ვიტ-ჯორჯია: შეროზია, ჩიტიშვილი, გაგნიძე, დანელია, მუხულიშვილი, ვაზაგაშვილი (77’ კახაბრიშვილი), მოსიაშვილი, კურდღელაშვილი (46’ ლებანიძე), კამლაძე (77’ გახარია), ღირდალაძე, ღუდუშაური
მთ. მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი
სიონი: მერლანი, ფოფხაძე (70’ ტატანაშვილი), კილასონია, გურეშიძე, გოგობერიშვილი, ვასაძე, გვალია (54’ მანჯგალაძე), გაფრინდაშვილი, გოგინაშვილი (46’ შალამბერიძე), ლუის ალბერტო, კობახიძე
მთ. მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ლ. ვარამიშვილი, ლ. თოდრია, ბ. ნინუა (1 დამ.ასისტენტი), ჯ. ხორავა (2 დამ.ასისტენტი), დ. ხარიტონაშვილი (სათადარიგო)
გაფრთხილება: 44’ გურეშიძე (სიონი), 83’ ღირდალაძე (ვიტ-ჯორჯია)
გოლები: 0-1 ლუის ალბერტო (21), 1-1 ვაზაგაშვილი (45), 2-1 ღირდალაძე (47), 2-2 ტატანაშვილი (72)
დინამო თბ - ჩიხურა 3-0
თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“
დინამო თბ: ბეგაშვილი, ამისულაშვილი, გველესიანი (46’ უ. ლობჟანიძე), რენე, თევზაძე, პარუნაშვილი, ჯიღაური, კიტეიშვილი, იაშვილი (77’ მიკელ ალვარო), ჭანტურიშვილი, ქვილითაია (73’ გელაშვილი)
მთ. მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
ჩიხურა: ჰამზიჩი, კაშია, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე (56’ კირკიტაძე), მეგრელიშვილი, განუგრავა, კორიფაძე, ვუკასოვიჩი, ჭეჭელაშვილი (46’ ლოვრეჩიჩი), გაბაძე (46’ მუმლაძე), კუჭუხიძე
მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, დ. ჩიგოგიძე, ა. ნონიკაშვილი (1 დამ.ასისტენტი), ლ. კვარაცხელია (2 დამ.ასისტენტი), გ. ყრუაშვილი (სათადარიგო)
გაფრთხილება: 7’ გველესიანი, 52’ ქვილითაია, 54’ იაშვილი (სამივე დინამო), 90’ მეგრელიშვილი (ჩიხურა)
გოლები: 1-0 ჭანტურიშვილი (15), 2-0 ჯიღაური (57), 3-0 ქვილითაია (62)
ვიდეო: www.fcdinamo.ge
სფფ-ს პრესსამსახური