20 აპრილს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართება.
ბოლნისის „სიონი“ მცხეთას ეწვევა და პირველ ლიგელ „ვიტ-ჯორჯიას“ დაუპირისპირდება. ყიფიანის თასზე ეს გუნდები ბოლოს 2014-2015 წლების თასის გათამაშების 1/8 ფინალში შეხვდნენ და ორრაუნდიანი დაპირისპირება "ვიტ ჯორჯიას" გამარჯვებით დასრულდა.
ნახევარფინალის მეორე შეხვედრაში თბილისის „დინამო“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლებს. ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს უმაღლესი ლიგის 25-ე ტურში შეხვდნენ. ივანწმინდაში გამართული მატჩი საჩხერელი ფეხბურთელების გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები 5 მაისს გაიმართება, ფინალი კი, 18 მაისს შედგება.
ვიტ-ჯორჯია - სიონი
მცხეთა, "მცხეთა პარკი", 16:00
მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ლ. ვარამიშვილი, ლ. თოდრია, ბ. ნინუა (1 დამ.ასისტენტი), ჯ. ხორავა (2 დამ.ასისტენტი), დ. ხარიტონაშვილი (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია: გიორგი კალანდია (ვიტ-ჯორჯია)
დინამო თბ - ჩიხურა
თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა", 18:00
მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, დ. ჩიგოგიძე, ა. ნონიკაშვილი (1 დამ.ასისტენტი), ლ. კვარაცხელია (2 დამ.ასისტენტი), გ. ყრუაშვილი (სათადარიგო)
სფფ-ს პრესსამასხური
გაუზიარე