სიახლეები

საქართველოს სამუშაო ვიზიტით იორნ ვესტ ლარსენი ეწვია

გაუზიარე
14-16 აპრილს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით უეფას მსაჯთა კონვენციის ფარგლებში სფფ-ს სამსაჯო განყოფილების კურატორი, იორნ ვესტ ლარსენი ეწვია. ვიზიტის პირველ დღეს ლარსენი უმაღლესი ლიგის მსაჯებს შეხვდა. 15 აპრილს კი, მსაჯთა დამკვირვებლებსა და მენტორებს ლექცია-სემინარი ჩაუტარა. ამავე დღეს, უეფას წარმომადგენელი სფფ-ს სამსაჯო კომიტეტის თავჯდომარეს, თენგიზ სულაქველიძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამსაჯო განყოფილების მიერ გაწეული სამუშაო განიხილეს და საქართველოში მსაჯობის განვითარების გეგმები დასახეს. ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში იორნ ვესტ ლარსენი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს და გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს შეხვდა.

სფფ-ს პრესსამსახური