17 აპრილს, საქართველოს და გერმანიის ფუტსალის ეროვნულ ნაკრებებს შორის მეორე ამხანაგური მატჩი გაიმართა. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და ახალ სპორტის სასახლეში შეკრებილმა გულშემატკივრებმა საინტერესო სანახაობა იხილეს.
ანგარიში მე-19 წუთზე ბუთა კაკაბაძემ გახსნა. მის გარდა ქართველთა მხირდან თავი თოდუამ (2) და ჭანუყვაძემ (2) გამოიჩინეს. გატანილი გოლების გარდა, გუნდებმა ორივე კართან უამრავი მომენტი შექმნეს. საბოლოო ჯამში, შეხვედრა ქართველთა დამაჯერებელი გამარჯვებით 5-0 დასრულდა. აღსანიშნავია, ჩვენი ნაკრების მეკარის, ჯაბა ჯამბურიას თამაში, რომელმაც რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის გამართული პირველი ამხანაგური შეხვედრაც ჯვაროსნების გამარჯვებით 4-0 დასრულდა.
საქართველო - გერმანია 5-0
თბილისი, ახალი სპორტის სასახლე
საქართველო: ჯამბურია, კაკაბაძე, ლუკავა, თოდუა, თოფურია.
სათადარიგოები: ბუკია, შელეგია, კობაიძე, სოზაშვილი, მაისაია, სებისკვერაძე, ბობოხიძე, ჭანუყვაძე.
მთ. მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი.
გერმანია: ვიგელსი, დი ჯორჯო, ფრედელი, მეიერი, ვინკელი.
სათადარიგოები: ფული, ჰენრიხი, ელეზი, ჰარტმანი, ჰოფმანსი, კლემსი, ჰაინცე, რაინჰარტი, რუშენპიულერი, სოზერი, ხურადო გარსია.
მთ. მწვრთნელი: პოლ შუმანი.
მსაჯები: შოთა ქუხილავა, არსენ ნონიკაშვილი, ზვიად ბლიაძე, ლევან ვარამიშვილი.
გოლები: 1-0 კაკაბაძე (18:38), 2-0 თოდუა (30:55), 3-0 ჭანუყვაძე (35:12), 4-0 თოდუა (35:45), 5-0 ჭანუყვაძე (39:18)
სფფ-ს პრესსამსახური