16 აპრილს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 25-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი, თბილისის „დინამო“ ივანწმინდას ეწვია და საჩხერის „ჩიხურას“ გაეჯიბრა. საინტერესო მატჩი საჩხერელი ფეხბურთელების გამარჯვებით 1-0 დასრულდა. გამარჯვების გოლი 88-ე წუთზე მიხეილ სარდალიშვილმა გაიტანა.
ასევე, მინიმალური ანგარიშით 1-0, იმარჯვა ბოლნისის „სიონმაც“. ბოლნისელები შინ ბათუმის „დინამოს“ დაუხვდნენ და შეხვედრის მიწურულს შეძლეს გადამწყვეტი გოლის გატანა. ბურთი ოთარ კობახიძის ანგარიშზეა.
ჩიხურა - დინამო თბ 1-0
ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი
ჩიხურა: ჰამზიჩი, შ. კაშია, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე, განუგრავა, დობროვოლსკი, კორიფაძე, ჭეჭელაშვილი (46’ ვუკასოვიჩი), გაბაძე (18’ ჭანკოტაძე), კუჭუხიძე, სარდალიშვილი
მთ. მწვრთნნელი: სოსო ფრუიძე
დინამო თბ: ჰრდლიჩკა, ჭელიძე,უ. ლობჟანიძე, გველესიანი, რენე, კაკაბაძე (56’ გურული), ჯიღაური, კიტეიშვილი (87’ თევზაძე), არაბული (69’ ს. ლობჟანიძე), ჭანტურიშვილი, ქვილითაია
მთ. მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, მ. კუპატაძე, კ. სადილიანი, ი. ხერხაძე (სათადარიგო)
გაფრთხილება: 68’ რენე (დინამო თბ)
გოლები: 1-0 სარდალიშვილი (88)
სიონი - დინამო ბთ 1-0
ბოლნისი, „თამაზ სტეფანია“
სიონი: მერლანი, ფოფხაძე, ვ. კილასონია, გურეშიძე, რაზმაძე, ვასაძე (61’ ლუის ალბერტო), გაფრინდაშვილი, გოგინაშვილი (72’ შალამბერიძე), მანჯგალაძე, ტატანაშვილი (84’ სვანიძე), კობახიძე
მთ. მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
დინამო ბთ: მამინაშვილი, სუხიაშვილი, მიჰაილოვიჩი, ტვილდიანი, შონია, გოგიტიძე, თევდორაძე, ფონიავა (74’ გ. კაშია), ვარშანიძე, ბერიაშვილი (73’ მაქაცარია), ჭკუასელი (86’ სირაბიძე)
მთ. მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
მსაჯები: ლ. სილაგავა, დ. ჩიგოგიძე, გ. ელიკაშვილი, ჯ. ხორავა (სათადარიგო)
გაფრთხილება: 50’ ტატანაშვილი (სიონი), 72’ ვარშანიძე, 83’ მიჰაილოვიჩი (ორივე დინამო ბთ)
გოლი: 1-0 კობახიძე (70)
ფოტო/ვიდეო: www.fcdinamo.ge, www.fcsionibolnisi.com
სფფ-ს პრესსამსახური