15 აპრილს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 25-ე ტურის პირველი შეხვედრა გაიმართა. „მიხეილ მესხზე“ ერთმანეთს უშუალო კონკურენტები, თბილისის „ლოკომოტივი“ და მარტვილის „მერანი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მოლოდინისამებრ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრას გუნდებმა უშეღავათო ბრძოლა შესთავაზეს. საბოლოო ჯამში, მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. ანგარიში თბილისელებმა გახსნეს, მე-11 წუთზე თავი დავით უბილავამ გამოიჩინა. პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ მეორე ტაიმში სტუმრებმა სურათის შეცვლა შეძლეს და 84-ე წუთზე ანგარიშიც გაათანაბრეს. მარტვილელთა მხრიდან გოლის ავტორი ნიკოლოზ საბანაძე გახდა. დარჩენილ დროში ორივე გუნდი ეცადა გოლის გატანას, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და კონკურენტებმა თითო ქულა გაინაწილეს.
ლოკომოტივი - მერანი 1-1
თბილისი, „მიხეილ მესხი“
ლოკომოტივი: თევდორაძე, ფოფხაძე, მახარაძე, გეთიაშვილი (61’ ჭანტურია), ჩიტეიშვილი, დიასამიძე (52’ ქანთარია), მზევაშვილი (67’ გავაშელიშვილი), უბილავა, ქიქავა, სამურკასოვი, ჩაგელიშვილი
მთ. მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა
მერანი: მამალაძე, ციმაკურიძე, ორბელაძე, მელიავა (80’ უგულავა), გიორგაძე, წყაროზია (78’ ჩიმაკაძე), ტეიდი, ხაბელაშვილი, ჯღამაია (46’ კიკნაველიძე), ჯიქია, საბანაძე
მთ. მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ლ. ვარამიშვილი, ზ. ფიფია, შ. ქუხილავა (სათადარიგო)
გაფრთხილება: 40’ ჯიქია (მერანი), 56’ ქიქავა (ლოკომოტივი), 64’ ციმაკურიძე (მერანი)
გოლები: 1-0 უბილავა (11), 1-1 საბანაძე (84)
სფფ-ს პრესსამსახური
ეროვნული ლიგა
გაუზიარე