სიახლეები

საქართველო გერმანია ახალ სპორტის სასახლეში [ვიდეო]

ფუტსალი
გაუზიარე
საქართველოს ფუტსალის ნაკრები 16-17 აპრილს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ავთო ასათიანის გუნდი გერმანიის ფუტსალის ნაკრებს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში უმასპინძლებს. ფუტსალის ეროვნულმა გუნდმა დღეს მედიისთვის ღია ვარჯიში ჩაატარა. საწვრთნელ პროცესს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის დაესწრო. ლევან კობიაშვილმა ფუტსალის ნაკრების წევრები გაამხნევა და მოახლოებულ მატჩებში წარმატება უსურვა.



გერმანიასთან თამაშით სანაკრებო კარიერას ასრულებენ გოგა ალთუნაშვილი და ალექსანდრე ძაბირაძე, რომლებსაც ეროვნულ გუნდში თამაშის თითქმის ათწლიანი გამოცილდება აქვთ. საქართველოსა და გერმანიის ფუტსალის ნაკრებთა ამხანაგური მატჩები 16 და 17 აპრილს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში, 18:00 საათზე დაიწყება. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: თორნიკე ბუკია, ჯაბა ჯამბურია

ალექსანდრე ძაბირაძე, ბუთა კაკაბაძე, ზურაბ ლუკავა, ირაკლი შელეგია, გოგა ალთუნაშვილი, ლევან კობაიძე, გიორგი სოზაშვილი, არჩილ სებისკვერაძე, კახა მაისაია, დავით ბობოხიძე, შოთა ჭანუყვაძე, შოთა თოფურია





სფფ-ს პრესსამსახური