სიახლეები

ხორვატია U16 3:2 საქართველო U16

გაუზიარე
საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე მესამე შეხვედრა ჩაატარა და ხორვატიასთან 2:3 დამარცხდა. მატჩი ბულგარეთში, ალბენას სპორტულ კომპლექსში გაიმართა. საქართველოს ნაკრებიდან გოლები თეიმურაზ გაბუნიამ და გიორგი გულიაშვილმა გაიტანეს, გუნდის კაპიტანმა გიორგი ივანიაძემ კი პენალტი გააცუდა.
გურამ ასპინძელაშვილმა ხორვატიასთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა:

ბულისკერია, ბასარია (კაპანაძე), გაბედავა (ბუიღლიშვილი), ხარაბაძე (ჯინჯოლავა), დავითაშვილი (გრძელიძე), ბაბუნაძე (გობრონიძე), გაბუნია (გულიაშვილი), ივანიაძე, გელაშვილი, მექვაბიშვილი, ფაღავა (დარცმელია).
ტურნირის მეორე მატჩში რუმინეთმა 0:0 ფრის შემდეგ პენალტების სერიაში 3:2 დაამარცხა მასპინძელი ბულგარეთი და პირველი ადგილი არავის დაუთმო.
სფფ-ს პრესსამსახური