სიახლეები

ფუტსალის ნაკრების ღია ვარჯიში

ფუტსალი
გაუზიარე
საქართველოს ფუტსალის ნაკრები წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. ავთო ასათიანის გუნდმა გერმანიასთან შეხვედრებისთვის მოსამზადებელი ეტაპი 5 აპრილს დაიწყო. 15 აპრილს კი მედიისთვის ღია ვარჯიშს ჩაატარებს. პარასკევს, 17:45 სთ-ზე, საქართველოს ფუტსალის ნაკრები ახალ სპორტის სასახლეში ივარჯიშებს. საწვრთნელ პროცესზე მედიის დასწრება თავისუფალია. ვარჯიშის შემდეგ მედიის წარმომადგენლები შეხვედრების გასაშუქებლად საჭირო აკრედიტაციებს მიღებენ.
საქართველო-გერმანიის ფუტსალის ნაკრებთა პირველი მატჩი 16 აპრილს, 18 საათზე ჩატარდება. შეხვედრის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ამ გუნდებს შორის მეორე მატჩი 17 აპრილს, 18 საათზე დაიწყება. შეხვედრებს თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარეობს. მატჩებზე დასწრება თავისუფალიასფფ-ს პრესსამსახური