საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა, ლევან ბაჯელიძის ხელმძღვანელობით, პირველი ოფიციალური მატჩი გამართა. ევრო 2017-ის საკვალაფიკაციო ეტაპის მატჩში ქართველი გოგონები სტუმრად ჩეხებს გაეჯიბრნენ. შეხვედრა ჩეხი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 4-1 დასრულდა.
გოგონებმა ჯგუფში ყველა შეხვედრა წააგეს და შესაბამისად, ბოლო ადგილზე იმყოფებიან. ჩვენი ნაკრები მომდევნო ოფიციალურ შეხვედრას 3 ივნისს, სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.
ჩეხეთი - საქართველო 4-1
ოპავა, „მესტსკი ფოტბალოვი“
ჩეხეთი: ბედნარიკოვა, სედლაჩკოვა (54’ დლასკოვა), ბერტჰოლდოვა, მარტინკოვა, ვონკოვა, სვიტკოვა, ივანიცოვა, კაჰინოვა (78“ ბუჟკოვა), ნეციდოვა, ჩლასტაკოვა (61’ ბარტონოვა)
მთ. მწვრთნელი: სტანისლავ კრეიჩიკი
საქართველო: ნადირაშვილი, თოდაძე, მატვეევა (57’ ბასილაძე), ჭიჭინაძე (37’ ჩხარტიშვილი), ბაქრაძე, ჩემინავა, დანელია, ტატუაშვილი, ზაქაიძე (46’ გორგაძე), სხირტლაძე, სუთიძე
მთ. მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე
მსაჯები: ფრიდა ნელსენი, მატილდა აბილდგაარდი, ტინნა ჰოი კრისტენსენი (სამივე დანია), იანა შაუფლოვა (ჩეხეთი) (სათადარიგო)
გაფრთხილება: 37’ სხირტლაძე, 66’ თოდაძე, 81’ დანელია, 86’ მარტინკოვა
გოლები: 1-0 მარტინკოვა (3), 2-0 ზაქაიძე (ა.გ) (13), 2-1 სხირტლაძე (45), 3-1 ვონკოვა (51), 4-1 მარტინკოვა (57)
სფფ-ს პრესსამსახური
ქალთა ნაკრები
გაუზიარე