საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მწვრთნელთა განათლების პროგრამას იწყებს. ამ ეტაპზე განაცხადები მწვრთნელთა განათლების A და B ლიცენზიაზე მიიღება. მსურველებმა ქვემოთ მოცემული განაცხადის ელექტრონული ფორმა უნდა შეავსონ. ამიერიდან განაცხადების მიღება მხოლოდ ელექტრონულად იქნება შესაძლებელი. კურსები უახლოეს მომავალში დაიწყება, მას შემდეგ რაც ჯგუფები სრულად დაკომპლექტდება.
UEFA-ს“A” ლიცენზიის კურსზე განაცხადის გაკეთების მოთხოვნები:
- შევსებული ელექტრონული განაცხადის ფორმა http://goo.gl/forms/YteH2ZWeuo
- საბუთების წარმოდგენა და გატარება სფფ-ს კანცელარიაში:
- პირადობის ან ეროვნული პასპორტის ასლი
- ცნობა ჯანმრთელობის შესახებ
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ
- ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვის შესახებ
- CV (სრული ბიოგრაფია)
- 3X4 ბიომეტრიული ფოტოსურათი
- UEFA-ს "B" ლიცენზიის აღების შემდგომ გავლილი მინიმუმ 1 წლიანი პრაქტიკის დამადასტურებელი ცნობა
UEFA-ს“B” ლიცენზიის კურსზე მისაღები მოთხოვნები:
- შევსებული ელექტრონული განაცხადის ფორმა http://goo.gl/forms/CttGtlWr6O
- საბუთების წარმოდგენა და გატარება სფფ-ს კანცელარიაში:
- პირადობის ან ეროვნული პასპორტის ასლი
- ცნობა ჯანმრთელობის შესახებ
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ
- ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვის შესახებ
- CV (სრული ბიოგრაფია)
- 3X4 ბიომეტრიული ფოტოსურათი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების განყოფილება