სიახლეები

საქართველოს ფუტსალის ლიგა: აფხაზეთი თითქმის პლეი-ოფში

ფუტსალი
გაუზიარე

11 აპრილს, საქართველოს ფუტსალის ლიგის V ტურის მხოლოდ ორი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად სპორტის ახალმა სასახლემ უმასპინძლა. 

წინა ტურში განცდილი მტკივნეული მარცხის შემდეგ, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ბათუმის „დინამომ“, რომელმაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა 12-7. ამ მარცხის შემდეგ „სტუნდეტების“ საპლეიოფო შანსები თეორიულამდე შემცირდა, ბათუმლები კი ოთხეულში მოსახვედრად რეალურ შანსს ინარჩუნებენ. გუშინდელ შეხვედრაში აჭარლებს ხუთი გატანილი ბურთით თემურ მალაყმაძემ ულიდერა.

პლეიოფში მოსახვედრად უდიდესი ნაბიჯი გადადგა აფხაზეთმა, რომელმაც სამი ქულის მოპოვება უფლისციხესთან შეძლო - 11-4. მიუხედავად პირველ ტაიმში გორელთა უპირატესობისა, „შავიზღვისპირელებმა“ მეორე ნახევარში მაღალი ტემპის ხარჯზე, შეძლეს მეტოქის გატეხვა და დამსახურებული გამარჯვების მოპოვება. ამ გამარჯვებით აფხაზეთმა 9 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე საფეხურზე ერთპიროვნულად გადაინაცვლა. რაც შეეხება უახლეოს მდევრებს, მომდევნო პოზიციებს 6-6 ქულით თბილისი, დინამო და სპარტაკი იკვებენ. თბილისურ გუნდებს თითო მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

რაც შეეხება ტურის კიდევ ორ დაპირისპირებას, გერმანიასთან გასამართი ამხანაგური შეხვედრების გამო, თსუ-სა და სტუ-თელასის ფეხბურთელები სანაკრებო შეკრებაზე იმყოფებიან, შესაბამისად თსუ-სპარტაკი და სტუ-თელასი-თბილისი 25 აპრილს გაიმართება.

11.04.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა. V ტური

IBSU - დინამო (ბთ)7-12(3-4)

გოლები: 3:43’ ლოლუა (1-0), 10:38’ თოდაძე (1-1), 12:44’ მჟავანაძე (2-1), 14:20’ შამილაძე (2-2), 15:11’ მალაყმაძე (3-2), 16:27’ მალაყმაძე (4-2), 19:29’ მაისურაძე (4-3), 22:21’ მალაყმაძე (5-3), 22:55’ შამილაძე (6-3), 24:21’ გ.მახარაძე (7-3), 25:29’ მალაყმაძე (8-3), 27:46’ მჟავანაძე (8-4), 28:06’ გ.მახარაძე (9-4), 28:24’ ლოლუა პენ (9-5), 30:42’ ზოიძე (9-6), 32:38’ მალაყმაძე (10-6), 34:09’ მაისურაძე (10-7), 38:42’ გ.მახარაძე (11-7), 39:27’ შამილაძე (12-7)

გაფრთხილება: ბუჯიაშვილი

IBSU:ბუჯიაშვილი, მჟავანაძე, სეფერთელაძე, ლოლუა, მაისურაძე სათ.:კალანდია, ზატუაშვილი, დევაძე, გველესიანი, ბაირამოვი, ზოიძე

დინამო(ბთ): გელა ბერიძე, თოდაძე, გ.მახარაძე, გოჩა ბერიძე, შამილაძე სათ.: მალაყმაძე, კეკელიძე, ტყეშელიაძე


აფხაზეთი - უფლისციხე 11-4 (1-3)

გოლები: 14:55’ ფიფია (1-0), 16:29’ ნონიკაშვილი (1-1), 17:03’ კბილაძე (10მ) (1-2), 17:32’ კბილაძე (10მ) (1-3), 20:25’ სებისკვერაძე (2-3), 25:10’ ახალაია (3-3), 26:14’ სებისკვერაძე (4-3), 27:19’ ახალაია (5-3), 29:11’ ლუკაშვილი (5-4), 34:10’ ხარაიშვილი (6-4), 36:53’ სებისკვერაძე (7-4), 37:50’ სებისკვერაძე (8-4), 38:15’ ახალაია (9-4), 38:33’ ახალაია (10-4), 39:02’ ფიფია (11-4)

გაფრთხილება: ლუკაშვილი, ხარაიშვილი, ტლაშაძე

აფხაზეთი:გელაშვილი, ხარაიშვილი, ღუღუნიშვილი, სებისკვერაძე, ახალაია სათ.: წამალაშვილი, ფიფია, შველიძე, ქეშელაშვილი, ტვილდიანი, კვარაცხელია, ლეჟავა, ოთინაშვილი, გედენიძე

უფლისციხე:თათანაშვილი, ადუაშვილი, ტლაშაძე, ლუკაშვილი, კბილაძე სათ.: სულთანიშვილი, ნონიკაშვილი, ნასყიდაშვილი





საქართველოს ფუტსალის ლიგის ტექნიკური პარტნიორები არიან გერმანული სპორტული ბრენდი SALLER და  ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, “წყალი მარგებელი“, SPORT City , Apple City

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, mysports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, და გაზეთი „ლელო”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური