სიახლეები

თბილისური დერბი ფრედ დასრულდა [ვიდეო]

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

11 აპრილს უმაღლესი ლიგის 24-ე ტურის დასკვნითი ორი შეხვედრა გაიმართა. ფოთის „კოლხეთმა“ შინ „ჩიხურა“ მიიღო და გოჩა კვარაცხელიას დუბლის წყალობით 2-0 დაამარცხა მეტოქე. საჩხერლები ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ დამარცხდნენ და ევრო ზონაში მოხვედრის შანსები კიდევ უფრო შეიმცირეს. ფოთელებმა კი, პირიქით, მნიშვნელოვანი სამი ქულა აიღეს და უმაღლეს ლიგაში დარჩენა ფაქტიურად გაინაღდეს.

„მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე გამართული „საბურთალო“ „ლოკომოტივის“ დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. "ლოკომოტივმა" მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და გასავარდნ ზონას მიუახლოვდა.

საბურთალო - ლოკომოტივი 0-0

თბილისი, „მიხეილ მესხი“

საბურთალო: გოშაძე, თოთაძე, მარგველაშვილი, იაშვილი, ცაწკრიალაშვილი (60’ ალთუნაშვილი), ხარაიშვილი, სოფრომაძე, ბიძინაშვილი (35’ კოხრეიძე), ელვინი, ფანცულაია, გოშთელიანი (89’ რუხაძე)

მთ. მწვრთნელი: პაბლო ფრანკო

ლოკომოტივი: თევდორაძე, ფოფხაძე, მახარაძე, გეთიაშვილი, ჩიტეიშვილი (76’ გაბაძე), დიასამიძე (54’ მზევაშვილი), უბილავა, ქიქავა, სამურკასოვი, ჩაგელიშვილი, ცხადაძე (78’ გავაშელიშვილი)

მთ. მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, გ. ელიკაშვილი, ბ. ჟვანია, . ი. კვირიკაშვილი (სათადარიგო)

გაფრთხილება: 29’ მარგველაშვილი (საბურთალო), 45’ მახარაძე (ლოკომოტივი), 70’ ხარაიშვილი, 70’ კოხრეიძე (ორივე საბურთალო), 72’ მზევაშვილი (ლოკომოტივი)



კოლხეთი ფ - ჩიხურა 2-0


ფოთი, „პარკი არენა“

კოლხეთი ფ: სეფიაშვილი, ჩაკვეტაძე, კაკულია, თევზაძე, თუხარელი (58’ ქებურია), გოგონაია, ლემონჯავა, სიჭინავა, გურეშიძე, გიგაური (76’ პოლულიახი), კვარაცხელია (64’ ტუღუში)

მთ. მწვრთნელი: გელა სანაია

ჩიხურა: ჰამზიჩი, კაშია, ჩიკვაიძე, მეგრელიშვილი, განუგრავა, დობროვოლსკი, კორიფაძე, ვუკასოვიჩი (46’ სარდალიშვილი), თ. კირკიტაძე (74’ ლოვრეჩიჩი), კუჭუხიძე, ვოლკოვი (46’ ჭანკოტაძე)

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. ბერულავა, ი. კაკაბაძე, გ. ვარდიძე (სათადარიგო)

გოლები: 1-0 კვარაცხელია (4), 2-0 კვარაცხელია (63)


ფოტო/ვიდეო:
www.fcloco.ge, www.fcsaburtalo.ge

სფფ-ს პრესსამსახური