საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა უეფას განვითარების თასის გათამაშება ბულგარეთთან მატჩით დაიწყო. ჩვენმა გუნდმა ტურნირის მასპინძელთან სპორტკომპლექს „ალბენას“ ცენტრალურ სტადიონზე გამართა პირველი მატჩი და ზურა დავითაშვილის მიერ მე-12 წუთზე გატანილი გოლით დაწინაურდა. ბულგარელებმა მატჩის გადარჩენა შეძლეს - 72-ე წუთზე კუნ ტემენუჟკოვმა გაათანაბრა. ტურნირის რეგლამენტის თანახმად, შეხვედრის ფრედ დასრულების შემდეგ პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც ბულგარეთმა 5:3 იმარჯვა.
ტურნირის რეგულაციების თანახმად პენალტების სერიაში გამარჯვებულ გუნდს, ამ შემთხვევაში ბულგარეთს ორი ქულა მიენიჭა, საქართველოს კი ერთი ქულა. ბულგარელებთან გურამ ასპინძელაშვილმა ასეთი შემადგენლობა დააყენა:
ბულისკერია, ბასარია (კაპანაძე), ჯინჯოლავა, ხარაბაძე (ჯავახიშვილი), დავითაშვილი (გრძელიძე), ბაბუნაძე (ხარშილაძე), გაბუნია, ივანიაძე (გულიაშვილი), გელაშვილი, მექვაბიშვილი, ფაღავა (დარციმელია).
სათადარიგოები: მეგრელიშვილი, გაბედავა, გობრონიძე, ბუიღლიშვილი.
მომდევნო მატჩს საქართველოს 16-წლამდე ნაკრები 13 აპრილს ჩაატარებს რუმინეთთან, რომელმაც პირველ ტურში ხორვატიას 1:0 სძლია.
სფფ-ს პრესსამსახური
გაუზიარე