სიახლეები

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება

სფფ
გაუზიარე

8 აპრილს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია ცენტრში, სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სხდომის დღის წესრიგი:

1. 2016 წლის 6 აპრილს, ზესტაფონში, ს.კ. თერჯოლას „საპოვნელასა“ და თბილისის „საბურთალოს“ შორის ჩატარებული მატჩისას მომხდარი ინციდენტი;

2.  2016 წლის 6 აპრილს, ქობულეთში, ს.კ. თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის ჩატარებული მატჩისას მომხდარი ინციდენტი;

კომიტეტის წევრები გაეცნენ წარმოდგენილ მასალებს, მოისმინეს მატჩების დირექტორების, მსაჯებისა და გუნდების წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებები და დაადგინეს:

1. თერჯოლის „საპოვნელას“ გულშემატკივართა მხრიდან ადგილი ჰქონდა პიროტექნიკური ნაკეთობების სროლას. შესაბამისად, 2016 წლის 6 აპრილს  ჩატარებულ მატჩის ერთ-ერთ მხარეს, ს.კ. თერჯოლის  „საპოვნელას“, სფფ-ს სადისციპლინო კოდექსის 115-ე მუხლის 2-ე პუნქტის და 55-ე მუხლის II პუნქტის თანახმად დაეკისრება ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

2. ს.კ. ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელის, ბაქარ მირცხულავას (#5) მხრიდან ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფელ ქცევას ანუ მიუღებელი ლექსიკის გამოყენებას, მსაჯის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენებას. შესაბამისად, ბაქარ მირცხულავას, სფფ-ს სადისციპლინო კოდექსის 99-ე მუხლის I ნაწილის თანახმად დაეკისროს ჯარიმა 600 ლარის ოდენობით და დისკვალიფიცირებულ იქნეს 3 ოფიციალური შეხვედრის განმავლობაში.

3. ს.კ. ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელის, ვანო წილოსანის მხრიდან (რომელიც აღნიშნულ მატჩზე არ იყო შეყვანილი განაცხადში), ადგილი ჰქონდა როგორც მატჩის მსვლელობაში ჩარევას, ასევე შეურაცხმყოფელ ქცევას ანუ მიუღებელი ლექსიკის გამოყენებას, მსაჯის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენებას. შესაბამისად, ვანო წიკლაურს სფფ-ს სადისციპლინო კოდექსის 97-ე მუხლის, 99-ე მუხლის I ნაწილის და 55-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, დაეკისროს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და დისკვალიფიცირებულ იქნეს 5 ოფიციალური შეხვედრის განმავლობაში.

4. ს.კ. ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივართა მხრიდან ადგილი ჰქონდა პიროტექნიკური ნაკეთობების სროლას. შესაბამისად, 2016 წლის 6 აპრილს  ჩატარებული მატჩის ერთ-ერთ მხარეს, კერძოდ ს.კ. ქუთაისის „ტორპედოს“, სფფ-ს სადისციპლინო კოდექსის 115-ე მუხლის 2-ე ქვეპუნქტის თანახმად, დაეკისრება ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.

5. ს.კ. თბილისის  „დინამოს“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის (გუნდის უფროსის), გია ჯიშკარიანის მხრიდან  ადგილი ჰქონდა ტექნიკური ზონის ფარგლების გარეთ გასვლასა და მსაჯის გადაწყვეტილების გაპროტესტებას. შესაბამისად, ჯიშკარიანს სფფ-ს სადისციპლინო კოდექსის 94-ე მუხლის I ნაწილის და 55-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, მიეცეს გაფრთხილება ზემოაღნიშნულ საქციელთან დაკავშირებით და მიეთითოს, რომ ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში გამოტანილ იქნება უფრო მკაცრი სასჯელი.  

6. მხარეთა მოსმენისა და დოკუმენტაციის შესწავლის შემდგომ კომიტეტმა მიიჩნია, რომ ს.კ. თბილისის „დინამოს“ ერთ-ერთი ფეხბურთელის, ვახტანგ ჭანტურიშვილის (#77) მხრიდან  ადგილი ჰქონდა არასპორტულ საქციელს, რომელიც არ განეკუთვნება სადისციპლინო კოდექსის სხვა დარღვევებს (ფეხბურთელის მიერ პეროტექნიკური საშუალების გამოყენება და გულშემატკივართა წახალისება აღნიშნული საქციელისაკენ). შესაბამისად, სფფ-ს სადისციპლინო კოდექსის მე-100 მუხლის და 55-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, მიეცეს გაფრთხილება ზემოაღნიშნულ საქციელთან დაკავშირებით და მიეთითოს, რომ ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში გამოტანილ იქნება უფრო მკაცრი სასჯელი. დაეკისროს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

7. ს.კ. თბილისის „დინამოს“ გულშემატკივართა მხრიდან ადგილი ჰქონდა პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებასა და სროლას (აღსანიშნავია, რომ ადგილი ჰქონდა ზემოაღნიშნული მოწყობილობების მასიურ და საფრთხის შემცველ გამოყენებას). შესაბამისად, 2016 წლის 6 აპრილს ჩატარებულ მატჩის ერთ-ერთ მხარეს, ს.კ. თბილისის „დინამოს“ 115-ე მუხლის II ქვეპუნქტის თანახმად დაეკისრება ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

8. მასპინძელმა კლუბმა (ს.კ. თბილისის „დინამო“) ვერ უზრუნველყო სტადიონზე უსაფრხოების ნორმების დაცვა (განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ ადგილი ჰქონდა დიდი მოცულობის, სტაციონალური ფორმატის და განსაკუთრებული საფრთხის შემცველი მოწყობილობების სტადიონზე შეტანის ფაქტს) და შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კოდექსის 105-ე მუხლის I  ნაწილისა და 55-ე მუხლის საფუძველზე, ს.კ. „დინამო“ თბილისს დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.