სიახლეები

ფუტსალის ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება [ვიდეო]

ფუტსალი
გაუზიარე

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2016 წლის სადებიუტო მატჩებისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი ორ უახლოეს ამხანაგურ თამაშს თბილისში ჩაატარებს. საქართველოს ფუტსალის ნაკრები, 16 და 17 აპრილს, გერმანიის ფუტსალის ნაკრებს დაუპირისპირდება. ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მზადება 5 აპრილს დაიწყო. საწვრთნელი პროცესი სპორტ კომპლექს "არენაში" და თბილისის ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარეობს. 16 აპრილს, 18 საათზე დაგეგმილ საქართველოსა და გერმანიის ფუტსალის ნაკრებთა ამხანაგური მატჩის ტელე-რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ

სფფ-ს პრესსამსახური