საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ელიტ-რაუნდში ასპარეზობა დაასრულა. მესამე ტურში ქართველები 1:2 დამარცხდნენ საბერძნეთთან.ტასოს დიმიტრიადისმა 42-ე წუთზე დააწინაურა საბერძნეთი, 72-ე წუთზე კი მეორე გოლიც შეაგდო, რასაც გიორგი ყიფიანის გუნდმა ერთხელ უპასუხა - ბექა მიქელთაძემ მე-60 წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლო.ელიტ-რაუნდის მეორე მატჩში ინგლისმა 2:0 სძლია ტურნირის მასპინძელ ესპანეთს და ევროპის ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა საბერძნეთთან ასეთი შემადგენლობით ითამაშა:გოშაძე, ჩაჩუა, არდაზიშვილი (ბერიძე 59), ლოჩოშვილი, ჭიჭინაძე, ალთუნაშვილი, მიქელთაძე, ბიძინაშვილი, კომახიძე, სამურკასოვი (გოშთელიანი 43), კიკნაძე (არაბიძე 74)სათადარიგოები: ჩოჩიშვილი, ახალაძე
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
სფფ-ს პრესსამსახური