სიახლეები

ტარიელ ხეჩიკაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა [ვიდეო]

გაუზიარე
2016 წლის პირველ ამხანაგურ მატჩამდე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი შეხვდა და მათი მზადების პროცესს გაეცნო. ტარიელ ხეჩიკაშვილმა ეროვნული ნაკრების სრულ შემადგენლობას და ახალ სამწვრთნელო შტაბს წარმატება უსურვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო - ყაზახეთის ამხანაგური მატჩი 29 მარტს, 21:00 სთ-ზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.



სფფ-ს პრესსამსახური