სიახლეები

ესპანეთი U19 - საქართველო U19 1:1

გაუზიარე
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ელიტ-რაუნდის მეორე ტურში მასპინძელ ესპანეთთან 1:1 ითამაშა. გიორგი ყიფიანის გუნდი მე-8 წუთზე ირაკლი ბიძინაშვილის გოლით დაწინაურდა, თუმცა ფავორიტად შერაცხულმა ესპანეთმა ტაიმის ბოლოს ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლო - გოლი მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა ბორხა მაიორალმა გაიტანა. ჩვენს გუნდს ამ მატჩში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ეხმარებოდა კაპიტანი, გურამ გოშთელიანი, რომელმაც წინა ტურში ინგლისთან თამაშში გოლით გამოიჩინა თავი.ესპანეთთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს მეორე ტაიმშიც ჰქონდა რამდენიმე მომენტი, ისევე როგორც მასპინძლებს, მაგრამ მეტი გოლი აღარ გასულა.

ესპანეთი U19 - საქართველო U19 1:1

0:1 ბიძინაშვილი (8), 1:1 ბორხა მაიორალი (42)

ესპანეთი: ხუან სორიანო, ამო, ხორხე მერე, კარისოლი, ონტივეროსი, ალენა, ბუნუელი, რივერა, სერხი (ლატო 46; პოვედა 74), ოიარსაბალი (მონტიელი 54), ბორხა მაიორალი

მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე

საქართველო: გოშაძე, ჩაჩუა, ლოჩოშვილი, ჭიჭინაძე, მამუჩაშვილი (ალთუნაშვილი 65), არდაზიშვილი, ართმელაძე (კიკნაძე 81), სამურკასოვი (ბერიძე 76), მიქელთაძე, ბიძინაშვილი, კომახიძე

მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი

გაფრთხილება: ართმელაძე (26), ალენა (32), ჭიჭინაძე (45), მამუჩაშვილი (61), ხორხე მერე (64)

ორი ტურის შემდეგ ქართველ 19-წლამდელებს ერთი ქულა აქვთ და ელიტ-რაუნდის ბოლო ტურში, 29 მარტს საბერძნეთს დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.



სფფ-ს პრესსამსახური