სიახლეები

ჟურნალისტთა საყურადღებოდ!

გაუზიარე

28 მარტს, 18 საათზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგურ მატჩში უკრაინის 21-წლამდე გუნდს უმასპინძლებს. შეხვედრა ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და დასწრება თავისუფალია. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია „რიონი“ გადასცემს. 

27 მარტს, 17 საათზე ზესტაფონის სტადიონზე უკრაინის ნაკრები ივარჯიშებს, 18 საათზე კი ქართველი 21-წლამდელები გავლენ მოედანზე. იქამდე, 17:30 საათზე, გია გეგუჩაძე მატჩისწინა პრესკონფერენციას ჩაატარებს. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ გაიცემა მატჩზე დასასწრები აკრედიტაციები. თბილისიდან ზესტაფონში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. ამ თემასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ სფფ-ს პრესსამსახურს.

სფფ-ს პრესსამსახური