სიახლეები

გია გეგუჩაძე: ხარისხიც მნიშვნელოვანია და შედეგიც [ვიდეო]

გაუზიარე
23 მარტს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში სან მარინოს 21-წლამდე ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრა "მიხეილ მესხის" სტადიონზე 21 საათზე დაიწყება და გულშემატკივართა დასწრება თავისუფალი იქნება.გუნდებმა მატჩისწინა ვარჯიში დღეს ჩაატარეს - "მიხეილ მესხის" მინდორზე ჯერ სტუმრები გავიდნენ, შემდეგ კი გია გეგუჩაძის შეგირდებმა ივარჯიშეს.

ჩვენი გუნდი საბრძოლო განწყობაზეა, ფეხბურთელებს არც ტრავმები აწუხებთ და წვრთნამაც ნაყოფიერად ჩაიარა. ვარჯიშს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძეც დაესწრნენ.

ვარჯიშის დაწყებამდე კი ნაკრების მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ და ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. მთავარი მწვრთნელის განცხადებით, მართალია, 21-წლამდე ნაკრების მთავარი მიზანი ეროვნული გუნდისთვის ფეხბურთელების მიწოდებაა, თუმცა არც შედეგი უნდა იყოს მეორეხარისხოვანი.



სფფ-ს პრესსამსახური