სიახლეები

გია გეგუჩაძის პრესკონფერენცია

გაუზიარე
23 მარტს, 21 საათზე, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში სან მარინოს უმასპინძლებს.
გუნდები ღია ვარჯიშს 22 მარტს გამართავენ - 18 საათზე სან მარინო, ხოლო 19 საათზე გია გეგუჩაძის გუნდი ჩაატარებს წვრთნას.
ჟურნალისტების საყურადღებოდ: 18:30 საათზე „მიხეილ მესხის“ მედიაცენტრში გაიმართება მატჩისწინა პრესკონფერენცია, სადაც გაიცემა შეხვედრაზე დასასწრები აკრედიტაციებიც.
სფფ-ს პრესსამსახური