საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მარცხით დაასრულა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ელიტ-რაუნდი. ვასილ მაისურაძის გუნდმა მეორე ტაიმის დასაწყისში გაშვებულ ერთადერთ გოლს ვერაფერი დაუპირისპირა და 3 ქულა იტალიას დაუთმო.
საქართველოს ნაკრებს, ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გარდა, დამატებითი პრობლემა ლევან ხარაბაძის გაძევებამაც გაუჩინა - მარცხენა მცველმა უწყინარ სიტუაციაში წითელი ბარათი მიიღო და გუნდი კაცნაკლული დატოვა.
ვასილ მაისურაძე: "სამწუხაროდ, ეს ეტაპი ჩვენთვის წარუმატებელი გამოდგა. საკუთარ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. დღეს ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ იტალია ამ ასაკში ევროპის ერთ-ერთი გრანდია. ვაფრთხილებდი ფეხბურთელებს, პროვოკაციებს მორიდებოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენმა მცველმა ერთ ეპიზოდში მაინც დაუშვა შეცდომა. თამამად ვიტყვი, რომ თამაშით არავისთან დავჩაგრულვართ, 0 ქულისთვის კი გულშემატკივარს დიდ ბოდიშს ვუხდი".
საქართველო U17 - იტალია U17 0:1
თბილისი, "მიხეილ მესხი"
საქართველო U17: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი, ასათიანი, ქაფიანიძე, ხარაბაძე, კუცია, შეწირული, ქავთარაძე, ჩაკვეტაძე (ნინუა 64), დავითაშვილი (გულბანი 56), სპანდერაშვილი (ოზბეთელაშვილი 35)
მთ. მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
იტალია U17: პიზარი, ბელანოვა, ბიანკი, ბასტორი, სეტოლა, მარკუჩი, მილიტარი, ოლივიერი (გაბია 80), ფრატეზი, კინი, სკამაჩია (გორი 73)
მთ. მწვრთნელი: ალესანდრო დალ კანტო
გოლი: 0:1 ფრატეზი (46)
გაფრთხილება: ქავთარაძე (17), მარკუჩი (31), ფრატეზი (79)გაძევება: ხარაბაძე (54)
ტურის მეორე მატჩში რუსეთის 17-წლამდე ნაკრებმა 2:1 მოუგო ბოსნია-ჰერცეგოვინას, თუმცა ბურთების შეფარდებით ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მაინც ბოსნიელებს დარჩათ.
სფფ-ს პრესსამსახური
გაუზიარე