19 მარტს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 21-ე ტურის ბოლო ორი შეხვედრა გაიმართა. „გურიამ“ საკუთარ მოედანზე „მერანს“ უმასპინძლა. უშუალო კონკურენტების დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე, ფრედ 0-0 დასრულდა. ასევე ნულოვანი ფრით დასრულდა ზესტაფონში გამართული „საპოვნელა“ – „კოლხეთის“ შეხვედრაც. შეგახსენებთ, რომ უმაღლესი ლიგაში სანაკრებო შესვენება დაიწყო და მომდევნო ტური 1-2 აპრილს გაიმართება.
გურია - მერანი 0-0
ლანჩხუთი, „ევგრაფი შევარდნაძე“
გურია: იოვანოვიჩი, ნუნიესი, ბენეტი, გელაშვილი (52’ კაბორე), ჩადუნელი, ზოზულია, მოროზენკო, ი. კვეკვესკირი, კილაძე (88“ გამყრელიძე), ალავერდაშვილი (65’ ჯამალ როდრიგესი), პანებენგ-ფოდოუპი
მთ. მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი
მერანი: მამალაძე, ციმაკურიძე, ორბელაძე, გეგია, გიორგაძე, წყაროზია, ტეიდი, ხაბელაშვილი, ჩიმაკაძე (90’ ი. ციცხვაია), ჯიქია (81’ გოგუაძე), საბანაძე
მთ. მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
მსაჯები: ჯ. ხორავა, ი. უკლება, ი. კაკაბაძე, პ. მაჭარაძე (სათადარიგო)
გაფრთხილება: 40’ ნუნიესი (გურია), 54’ ჯიქია, 56’ ტეიდი (ორივე მერანი), 82’ ბენეტი (გურია)
საპოვნელა - კოლხეთი ფ 0-0
ზესტაფონი, „დავით აბაშიძე“
საპოვნელა: სომხიშვილი, ოდიკაძე, ბერუაშვილი, ენდელაძე, ნარიმანიძე, ვაჭარაძე (46’ ბანძელაძე), ბოლქვაძე, ქათამაძე, მაკარიძე (78’ მიქაბერიძე), დვალი, ტყეშელაშვილი (74’ ბუხაიძე)
მთ. მწვრთნელი: მამუკა ხუნდაძე
კოლხეთი ფ: სეფიაშვილი, ლ. კაკულია (65’ თ. კაკულია), ჩაკვეტაძე, თუხარელი, გოგონაია, ლემონჯავა, გურეშიძე, გიგაური, ჟიშკარიანი, კვარაცხელია (14’ სიჭინავა, 90’ პოლულიახი), ნიქაბაძე
მთ. მწვრთნელი: გელა სანაია
მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ს. სპიცინი, კ. სადილიანი, ი. ხერხაძე (სათადარიგო)
გაფრთხილება: 68’ ბოლქვაძე, 78’ ქათამაძე, 88’ ნარიმანიძე (სამივე საპოვნელა)
ფოტო: www.fcmerani.ge, www.fcsapovnela.ge
სფფ-ს პრესსამსახური
ეროვნული ლიგა
გაუზიარე