უმაღლესი ლიგის 21-ე ტური ცენტრალური დაპირისპირებით გაიხსნა. 17 მარტს დინამო არენაზე ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და გორის „დილა“ გაეჯიბრნენ. დაძაბულ და საინტრესო შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით გორელებმა იმარჯვეს. მატჩის ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე თემურ ღონღაძის ანგარიშზეა. ამ გამარჯვებით უჩა სოსიაშვილის შეგირდებმა დედაქალაქელებს გამარჯვებათა სერია შეაწყვეტინეს და ქულათა სხვაობა 11 ქულამდე შეამცირეს. აქვე შეგახსენებთ, რომ 21-ე ტურის დარჩენილი შეხვედრები 18-19 მარტს გაიმართება.
დინამო თბ - დილა 0-1
თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“
დინამო თბ: ჰრდლიჩკა, ამისულაშვილი, უ. ლობჟანიძე, გურული (46’ გელაშვილი), რენე, პარუნაშვილი (81’ ჯანელიძე), ჯიღაური, ს. ლობჟანიძე, კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი, ქვილითაია
მთ. მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
დილა: მუჯირიშვილი, კვირკველია, ღონღაძე, ხურცილავა, ბაგაევი, ქარქუზაშვილი (52’ თომაშვილი), სამხარაძე, ძარია, ფალავანდიშვილი, წიქარიძე (74’ მოდებაძე), მარცვალაძე (86’ მაშუკოვი)
მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, დ. სანოძე (1 დამ.ასისტენტი), შ. ქუხილავა (2 დამ.ასისტენტი), ა. აფციაური (სათადარიგო)
გაფრთხილება: 37’ ფალავანდიშვილი (დილა), 53’ რენე (დინამო თბ)
გოლი: 0-1 ღონღაძე (22)
სფფ-ს პრესსამსახური
ეროვნული ლიგა
გაუზიარე