სიახლეები

ფუტსალის ნაკრების ამხანაგური მატჩები გერმანიასთან

ფუტსალი
გაუზიარე
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 5 აპრილიდან სავარჯიშო პროცესს იწყებს. ახალი სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით, ეროვნული გუნდი ორ ამხანაგურ მატჩს თბილისში ჩაატარებს. 16-17 აპრილს საქართველო გერმანიის ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. საქართველოსა და გერმანიას შორის ორი ამხანაგური მატჩი თბილისში მდებარე ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდება.

ეს იქნება ოფიციალურად პირველი ამხანაგური შეხვედრა, რომელსაც გერმანიის ფუტსალის ნაკრები გამართავს. დღემდე გერმანიის ფუტსალის ნაკრებს არცერთ საკვალიფიკაციო ეტაპზე არ უთამაშია და მათი პირველი ამხანაგური თამაში სწორედ საქართველოსთან შედგება.

„საქართველოს ნაკრები თითქმის ერთი წლით ადრე იწყებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასე ნაადრევად ვიწყებთ ამხანაგური თამაშები გამართვას. მოხარული ვარ, რომ გერმანიის ფუტსალის ნაკრები პირველ ამხანაგურ თამაშებს საქართველოში გამართავს. მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას ამ შესაძლებლობისთვის და პირადად ლევან კობიაშვილს, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული გერმანიის ნაკრების საქართველოში მოწვევაში. იმედი მაქვს ჩვენს ამხანაგურ მატჩებს ბევრი გულშემატკივარი დაესწრება“. - ავთო ასათიანი ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფუტსალში ევრო 2018-ის საკვალიფიკაციო ეტაპი მომავალი წლის თებერვალში დაიწყება.
სფფ-ს პრესსამსახური