სიახლეები

ვასილ მაისურაძის პრესკონფერენცია

გაუზიარე

15-20 მარტს თბილისში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ელიტ-რაუნდი გაიმართება, რომელშიც საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მეტოქეები იტალია, ბოსნია და რუსეთი იქნებიან.

ვასილ მაისურაძის გუნდი დღეს, 14 საათზე ღია ვარჯიშს ჩაატარებს მიხეილ მესხის სტადიონზე, ვარჯიშის შემდეგ კი ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი პრესკონფერენციას გამართავს.

ჟურნალისტების საყურადღებოდ: პრესკონფერენციის დასრულებისას მიხეილ მესხის საკონფერენციო დარბაზშივე გაიცემა ელიტ-რაუნდის აკრედიტაციები.

სფფ-ს პრესსამსახური