სიახლეები

მწვრთნელთა ლიცენზირების მორიგი კურსი დასრულდა [ვიდეო]

გაუზიარე
11 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია ცენტრში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე მწვრთნელთა ლიცენზირების მორიგი კურსის დახურვას დაესწრნენ. სფფ-ს მაღალჩინოსნებმა კურსდამთავრებულებს C ლიცენზიის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცეს. სერთიფიკატი 28 მსურველმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ მათ შორის ორი გოგონაა. მწვრთნელთა განათლებისა და გადამზადების პროგრამები მომავალშიც გაგრძლდება და კიდევ უფრო მასობრივ ხასიათს მიიღებს.



სფფ-ს პრესსამსახური