სიახლეები

მსაჯთა და დამკვირვებელთა სემინარი

გაუზიარე
13-14 თებერვალს თბილისში მსაჯთა და დამკვირვებელთა სემინარი გაიმართა. მსაჯთა სემინარს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი, დავით მუჯირი დაესწრნენ. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელებმა მსაჯებს მეორე წრეში დაგეგმილი სიახლეები გააცნეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის მსაჯებს მიმდინარე თვიდან ანაზღაურება გაეზრდებათ. საქართველის ჩემპიონატის პირველი ლიგის მეორე წრე 21 თებერვალს დაიწყება.

სფფ-ს პრესსამსახური