საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი გამართა სტუმრად მონტენეგროსთან და 0:2 დამარცხდა. გიორგი ყიფიანის გუნდმა ორივე გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გაუშვა და ორივე სტანდარტულიდან - მე-40 წუთზე ჯარიმით, ხოლო 45-ეზე პენალტით.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 24-29 მარტს სევილიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის მზადების ფარგლებში მომდევნო შეხვედრას მონტენეგროელ თანატოლებთან 3 მარტს ჩაატარებს. გიორგი ყიფიანის ხელმძღვანელობით ნაკრებმა აქამდე ორი ამხანაგური მატჩი გამართა თბილისში ბულგარეთთან (0:0 და 2:0).
მონტენეგროსთან ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
გოშაძე, ლოჩოშვილი (კობოური 63), მამუჩაშვილი (პაპუაშვილი 57), კიკნაძე (კოხრეიძე 57), მიქელთაძე, ჭიჭინაძე, ბიძინაშვილი (არდაზიშვილი 57), კომახიძე (ახალაძე 82), სამურკასოვი (ფოჩხუა 57), ლილუაშვილი (ჩაჩუა 46), ართმელაძე (ქორიძე 63).
სფფ-ს პრესსამსახური