სიახლეები

17-წლამდე ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მესამე დღეა, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეკრებაზე იმყოფება. ვასილ მაისურაძის გუნდმა დღეს ღია ვარჯიში გამართა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სადაც 1 და 3 მარტს, 14 საათზე, ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს სომხეთის 18-წლამდე ნაკრებთან. 

ვარჯიში საათზე მეტხანს გაგრძელდა და ძირითადად ტაქტიკური მონახაზების დამუშავებას დაეთმო. წვრთნას სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ასაკობრივი ნაკრებების სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი გია გეგუჩაძეც დაესწრნენ.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის ემზადება, რომელსაც 15-20 მარტს თბილისი უმასპინძლებს. სომხეთთან ამხანაგურ მატჩებზეც და ელიტ-რაუნდზეც გულშემატკივართა დასწრება თავისუფალი იქნება. 

სფფ-ს პრესსამსახური