სიახლეები

სფფ-მ საკლუბო ლიცენზირებაში ექსტრანეტის სისტემა დანერგა

სფფ
გაუზიარე
საკლუბო ლიცენზირებაში მნიშვნელოვანი სიახლეა - სფფ-მ საქართველოში ექსტრანეტის სისტემა დანერგა, რომელიც კლუბებს საშუალებას მისცემს თანამედროვე საინფორმაციოტექნილოგიების გამოყენებით წარადგინოს სალიცენზიო დოკუმენტაცია თუ სხვა სახის ინფორმაცია. აგრეთვე, უფრო მოქნილი და ოპერატიული გახდება კომუნკაცია ლიცენზირებისადმინისტრაციასა და ექსპერტებთან, რაც გაუადვილებს კლუბებს ლიცენზირების პროცესის გავლას.

24 თებერვალს მიხეილ მესხის  სახელობის  სტადიონის მედია ცენტრში კლუბებისთვის ტრენინგი-სემინარი ჩატარდა, რომელზეც განიმარტა სისტემის მოხმარების წესები.

პაატა აბულაძე („სიონის“ ლიცენზირების მენეჯერი):

„ექსტრანეტის დანერგვა არის წინ გადადგმული ნაბიჯი ლიცენზირების სისტემაში. ის პირველ რიგში უადვილებს კლუბებს პირდაპირ კომუნიკაციას და სალიცენზიო დოკუმენტაციისმიწოდებას სფფ-თვის, რაც იწვევს როგორც დროის დაზოგვას, ასევე უფრო მობილურად და გამჭირვალედ ხორციელდება დოკუმენტების წარდგენის პროცესი. ექსტრანეტი მნიშვნელოვანიაიმ კუთხითაც, რომ კლუბების წარმომადგენლები პირდაპირ, ონლაინ რეჟიმში აზუსტებენ მიწოდებული დიკუმენტაციის სისრულეს ექსპერთებთან და ასწორებენ შესაძლო ხარვეზებს“.

მიხეილ აფხაზავა („გაგრას“ ლიცენზირების მენეჯერი):

„ექსტრანეტის სისტემის ამუშავება დადებით მოვლენად და ფეხბურთში მენეჯმენტის განვითარებისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად მიგვაჩნია“.

სალომე ლატარია („ოდიშის“ ლიცენზირების მენეჯერი):

„ჩვენი კლუბის მიზანია მაქსიმალურად ჩავერთოთ სფფ-ს მიერ დანერგილ სიახლეებში და მხარი ავუბათ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მიმართული იქნება ქართული ფეხბურთისგანვითარებისკენ. ვთვლით, რომ ექსტრანეტი პირველ რიგში ხელს შეუწყობს დოკუმენტაციის დროულ წარმოდგენას, დაზოგავს დროს და სხვა დანახარჯებს“.

ბოლოს დავძენთ, რომ სისტემა მომავალში კიდევ უფრო განვითარდება და დაემატება ფუნქციები, რომელიც უფრო კომფორტულ გარემოს შეუქმნის ლიცენზირების პროცესის მონაწილეებს.

სფფ-ს პრესსამსახური