სიახლეები

პირველი ლიგის მე-18 ტური

სფფ
გაუზიარე
21 თებერვალს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგა განახლდა. მე-18 ტურის მატჩები კვირას გაიმართა. ლიდერმა, ცხინვალის „ლიახვმა“ „მერცხალს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1-0 გაიმარჯვა. ერთადერთი გოლის ავტორი საბა ლომია გახდა. ცხინვალელები 43 ქულით დამაჯერებლად ლიდერობენ გათამაშებას და უმაღლეს ლიგაში აღზევების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ითვლებიან. “ქართლის” სტადიონზე გამართულ შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი დაესწრო. მე-18 ტურის ყველა მატჩი: კოლხეთი ხ - იმერეთი 0-1, ოდიში 1919 - ბორჯომი 3-1, ლიახვი - მერცხალი 1-0, რუსთავი - ბეთლემი 1-2, ჭიათურა - მეშახტე 0-0, სამგურალი - სამეგრელო 6-1, მაჭახელა - სქური 1-0, ალგეთი - გაგრა 0-3, ვიტ-ჯორჯია - ჩხერიმელა 1-0.



სფფ-ს პრესსამსახური