სიახლეები

შეხვედრა უმაღლესი ლიგის კლუბებთან

სფფ
გაუზიარე

18 დეკემბერს, ბათუმში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელები კლუბების წარმომადგენლებთან ეროვნული ჩეპიონატის პირველ წრეს შეაჯამებენ. ფედერაციის მმართველები კლუბებში არსებული მდგომარეობის შესახებ სრულ ინფორმაციას მოისმენენ და 2016 წლის გეგმებზე იმსჯელებენ. უმაღლესი ლიგის კლუბებთან შეხვედრას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გამართავს.

ბათუმში დაგეგმილ შეხვედრას ასევე გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტები კახა ჭუმბურიძე და ნიკოლოზ ჯღარკავა დაესწრებიან. ფედერაციის გადაწყვეტილებით სამუშაო შეხვედრები პერიოდულად მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება. 18 დეკემბერს, სფფ-ს ხელმძღვანელებისა და საფეხბურთო კლუბების წარმომადგენელთა შეხვედრა ქალაქ ბათუმის სასტუმრო „კოლიზეუმში“ 13 საათზე დაიწყება.

სფფ-ს პრესსამსახური