სიახლეები

ღვაწლმოსილი მსაჯის იუბილე - უშანგი ფურცელაძე - 80!

გაუზიარე

საქართველოს ეროვნული კატეგორიის ღვაწლმოსილ მსაჯს - უშანგი ფურცელაძეს 80 წელი შეუსრულდა.

უშანგი ფურცელაძემ მსაჯობა 1955 წლიდან დაიწყო. 1962 წელს, გახდა რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი. მსაჯობდა როგორც საქართველოს, ისე საკავშირო პირველობის მატჩებს.

1959 წლიდან 1987 წლამდე, ბატონი უშანგი იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩების გვერდითი მსაჯი. 

დიდი ნოდარ ახალკაცის პრეზიდენტობის დროს კი, უშანგი ფურცელაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სამსაჯო განყოფილების ინსტრუქტორად მუშაობდა.

ბატონი უშანგი ახლაც აქტიურადაა ჩართული საფეხბურთო საქმიანობაში. ის სამხრეთ ოსეთის რეგიონალურ ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ულოცავს 80 წლის იუბილეს ბატონ უშანგი ფურცელაძეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და საყვარელი საქმის დიდხანს კეთებას.