სიახლეები

საიუბილეო კვირეული - ფეხბურთი გვაერთიანებს [ვიდეო]

სფფ
გაუზიარე
თბილისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 25 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კვირეული გრძელდება. 13 დეკემბერს, 14 საათზე ქართული ფეხბურთის ვარსკვლავური შემადგენლობის გუნდი საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებისაგან დაკომპლექტებულ გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა „დინამო არენაზე“ , კვირას ჩატარდება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.

ვეტერან ფეხბურთელთა გუნდის ძირითადი შემადგენლობა თბილისის „დინამოსა“ და ფოთის „კოლხეთის“ იმ მოთამაშეებით დაკომპლექტდება,რომლებმაც 1990 წლის 30 მარტს ეროვნული ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. კვირას, „დინამო არენაზე“ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სადებიუტო მატჩის მონაწილე ფეხბურთელებიც ითამაშებენ.საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, სფფ-ს ორგანიზებით პირველი ღონისძიება მიმდინარე წლის 10 დეკემბერს ჩატარდა. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ერთმანეთს 12 საათის განმავლობაში საფეხბურთო მარათონში ეჯიბრებოდნენ.



სფფ-ს პრესსამსახური