სიახლეები

შშმპ საქართველოს თასის გათამაშება თბილისის გუნდმა მოიგო [ვიდეო]

სფფ
გაუზიარე
3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, თბილისში საქართველოს თასის გათამაშება დასრულდა. შშმპ მონაწილეობით მინი-ფეხბურთის ფინალური მატჩი თბილისისა და გორის გუნდებს შორის შედგა. შეხვედრა დედაქალაქის გუნდმა მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგო. წელს თასის მოსაპოვებლად ექვსი გუნდი იბრძოდა. ფინალურ შეხვედრას კახა ჭუმბურიძე დაესწრო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ფინალში მონაწილე გუნდების მოთამაშეებს სიტყვით მიმართა და მომავალში აქტიურ მხარდაჭერას დაპირდა. შშმპ საქართველოს თასის გათამაშება ფეხბურთში ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის დარბაზში 1 დეკემბერს დაიწყო და 3 დეკემბერს დასრულდა.



შშმპ საერთაშორისო დღე - ფოტოალბომი

სფფ-ს პრესსამსახური