სიახლეები

U17 – U19 – 3 დეკემბერს უეფაში ელიტრაუნდების წილისყრაა

გაუზიარე

3 დეკემბერს, უეფას შტაბ-ბინაში ევროპის იმ ქვეყნების წარმომადგენლები შეიკრიბებიან, რომელთა 17 და 19-წლამდე ნაკრებები საკვალიფიკაციო ეტაპიდან ელიტრაუნდში გავიდნენ. სწორედ, ელიტრაუნდების წილისყრა გაიმართება ნიონში და გვეცოდინება იმ გუნდების ვინაობა, ვინც ჩვენი ნაკრებების მეტოქეები იქნებიან მომავალი წლის გაზაფხულზე.

17-წლამდე ნაკრებები

წილისყრაში მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს, რომლებიც ოთხ კალათაში არიან გადანაწილებული.

კალათა A: გერმანია, რუსეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, ინგლისი, ჩეხეთი, პორტუგალია, ირლანდია

კალათა B: ხორვატია, უკრაინა, დანია, ბელგია, ავსტრია, ჰოლანდია, პოლონეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა

კალათა C: ისრაელი, შვეიცარია, საბერძნეთი, შვედეთი, სერბეთი, თურქეთი, იტალია, სლოვაკეთი

კალათა D: ისლანდია, საქართველო, ფინეთი, შოტლანდია, მონტენეგრო, ბულგარეთი, სლოვენია, უელსი

შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ჯგუფის პირველადგილოსანი გუნდები შეძლებენ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშს.

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით კი, რუსეთისა და უკრაინის ნაკრებები ერთ ჯგუფში არ მოხვდებიან.

19-წლამდე ნაკრებები

ამ შემთხვევაშიც, ელიტრაუნდის მონაწილე გუნდები ოთხ კალათაში არიან გადანაწილებული.

კალათა A: ესპანეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, შვეიცარია, ბელგია, საფრანგეთი, ჰოლანდია

კალათა B: ისრაელი, პოლონეთი, ხორვატია, ავსტრია, ინგლისი, სლოვენია, სერბეთი

კალათა C: უკრაინა, შოტლანდია, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი, შვედეთი, საბერძნეთი

კალათა D: დანია, სლოვაკეთი, იტალია, ბულგარეთი, ჩრდ.ირლანდია, საქართველო, რუსეთი

დიდი ალბათობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერთ-ერთი ელიტრაუნდის მასპინძლობისთვის იბრძოლებს.

სფფ-ის პრესსამსახური