15 დეკემბრიდან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების განყოფილება იწყებს "Refresh კურსს" A და B კატეგორიის ლიცენზირებული მწვრთნელებისთვის.
სამ წელიწადში ერთხელ, ლიცენზიას გასდის მოქმედების ვადა და ამის შემდეგ, საჭიროა ე.წ. "Refresh"-ი.
დაინტერესებულ მწვრთნელებს განაცხადების შემოტანა შეუძლიათ არაუგვიანეს 5 დეკემბრისა, სფფ-ის შესაბამის განყოფილებაში. განაცხადი შეივსება ადგილზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სფფ-ის მწვრთნელთა განათლების მენეჯერს - ვაკო დარსაძეს.
გისურვებთ წარმატებებს!
სფფ-ის პრესსამსახური