ფრედ, 2-2 დასრულდა ტირანაში გამართული საერთაშორისო ამხანაგური მატჩი. საქართველოს ეროვნული ნაკრები პრაქტიკულად მთელი მატჩის განმავლობაში ამარცხებდა მასპინძელ ალბანეთს, მაგრამ ბოლო წუთებში დაშვებული უხეში შეცდომების გამო ალბანელებმა გათანაბრება მაინც მოახერხეს. ანგარიში მე-2 წუთზე ალექსანდრე ამისულაშვილმა გახსნა, ჩვენი მხრიდან მეორე გოლი გიორგი ჭანტურიას ანგარიშზეა, მასპინძელთაგან კი, ბაშამ და ციკალეშიმ იყოჩაღეს.
ალბანეთი - საქართველო 2-2
ტირანა, ალბანეთი, "ქემალ სტაფა"
ალბანეთი : ბერიშა (75’ ჰოქსჰა) ; ლილა (27’ ჯიმშიტი) ; ლენიანი (57; ბაშა) ; აგოლი (კ) ; სადიკუ ; გაში (64’ ციკალეში) ; ლილაი ; ქსჰაკა (57’ შალა) ; აიეტი ; ვესელი ; როში (64’ მანაი)
მთ. მწვრთნელი : ჯანი დე ბიაზი
საქართველო : რევიშვილი ; ლობჟანიძე ; გრიგალვა ; კაშია ; ამისულაშვილი ; კანკავა ; დაუშვილი ; გელაშვილი (77’ ცხადაძე) ; ყაზაიშვილი (82’ კობახიძე) ; ჭანტურია (90’ კაკაბაძე) ; ნავალოვსკი
მთ. მწვრთნელი : კახა ცხადაძე
მსაჯები : დავიდე მასსა ; სერჯიო რანგეტი ; ფაბიანო პრეტი (სამივე იტალია) ; ბარდილ პაშაი (ალბანეთი) (სათადარიგო)
გაფრთხილება : 45’ უჩა ლობჟანიძე
გოლები : 2' ამისულაშვილი ; 52' ჭანტურია ; 88' ბაშა ; 90' ციკალეში
სფფ-ის პრესსამსახური