სიახლეები

სფფ-ის რიგგარეშე ყრილობა - ინფორმაცია მედიისთვის

გაუზიარე

18 ნოემბერს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 25-ე რიგგარეშე ყრილობა გაიმართება.

ყრილობის დელეგატებისა და მედიის რეგისტრაცია დაიწყება დღის 15:00 საათიდან. ხოლო უშუალოდ ყრილობა მუშაობას შეუდგება 16:00 საათიდან.

მედია-ორგანიზაციებს ვთხოვთ, წერილობით გამოაგზავნონ იმ ჟურნალისტების სია, ვინც 18 ნოემბრის ყრილობაზე იმუშავებენ - [email protected].

კუთვნილ აკრედიტაციებს კი, 18 ნოემბერს, "ჰოლიდეი ინ"-ში, ყრილობის დაწყებამდე მიიღებთ.

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.

სფფ-ის პრესსამსახური