სიახლეები

ლევან კობიაშვილი ჯერალდ ასამოას გამოსამშვიდობებელ მატჩში

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის გამოსამშვიდობებელ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ჯერალდ ასამოას კარიერისადმი მიძღვნილი შეხვედრა გელზენკირხენის ველტინს არენაზე“ გაიმართა. პირობითად ასამოას მეგობრებისა და „შალკე 04“-ის მატჩი ფრედ 4:4 დასრულდა. 37 წლის ასამოა ლევან კობიაშვილთან ერთად „შალკეში“ 2003-2010 წლებში თამაშობდა, საერთო ჯამში კი, 280 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ჯერალდ ასამოამ გერმანიის ნაკრების მაისურით  43-ჯერ ითამაშა.

14 ნოემბერს გამართულ მატჩში ლევან კობიაშვილთან ერთად „შალკეს“ არაერთი ვარსკვლავი მონაწილეობდა. მათ შორის რაფინია
, ჰალილ ალტინტოპი, კევინ კურანი. ყველა ვარსკვლავის რიგებში კი იენს ლემანი, კრისტოფ მეტცელდერი, დავიდ ოდონკორი და ოლივერ ნოივილი  თამაშობდნენ. „შალკეს“ ვარსკვლავთა მწვრთნელები მირკო სლომკა და ჰუუბ სტევენსი იყვნენ. მოწინააღმდეგე გუნდს კი იუპ ჰეინკესი და რუდი ფიოლერი ხელმძღვანელობდნენ. შეხვედრას 61 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო.

თამაში  ფრედ 4:4 დასრულდა. მატჩში ასევე მონაწილეობა მიიღო  ჯერალდ ასამოას ვაჟმა ჟადენ ასამოამ, რომელმაც  პატარა ასაკის მიუხედავად „შალკეს“ შემადგენლობაში ითამაშა. საფრანგეთის დედაქალაქში განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო ჯერალდ ასამოამ შეხვედრა პარიზს მიუძღვნა. ემოციურ სიტყვით გამოსვლაში კი მადლობა გადაუხადა თითოეულ თანაგუნდელს, გულშემატკივარს და ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც საფეხბურთო კარიერა შექმნა.



სფფ-ის პრესსამსახური