თბილისში მიმდინარე ევროპის 19-წლამდე ჩეპიონატის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მნიშვნელოვანი გაარჯვება მოიპოვა. ვასილ მაისურაძის შეგირდები ალბანელ თანატოლებს გაეჯიბრბნენ და 86-ე წუთზე გურამ გოშთელიანის მიერ გატანილი გოლის წყალობით 0-1 დაამარცხეს მეტოქე. ჯგუფის მეორე შეხვედრაში ავსტრია უელსს დაუპირისპირდა და 2-0 მოიგო. ჩვენი ბიჭები ჯგუფის ბოლო და გადამწყვეტ შეხვედრა 17 ნოემბერს ავტრიის წინააღმდეგ გამართავენ.
ალბანეთი U19 - საქართველო U19 0-1
თბილისი, „მიხელ მესხი“
ალბანეთი : სელმანი ; კრასნიქი ; ჰუმოლი ; ტოლი (კ) ; დოკსანი ; ლალაი (87’ ცემა) ; გრიფში (74’ნდრაქსში) ; ლიკოლარი (79’ ჰუსეინი) ; დელიუ ; ზენუნი ; ჰებაი
მთ. მწვრთნელი : არიან ბელაი
საქართველო : გოშაძე ; ნადარია ; კაკიაშვილი ; პაპუაშვილი ; მამუჩაშვილი ; ალთუნაშვილი (46’ ბაშალეიშვილი) ; გვარაძე (77’ ართმელაძე) ; ბიძინაშვილი (62’ კიკნაძე) ; კომახიძე ; არაბიძე ; გოშთელიანი (კ)
მთ. მწვრთნელი : ვასილ მაისურაძე
მსაჯები : სრდიან იოვანოვიჩი ; უროშ სტოიკოვიჩი (ორივე სერბეთი) ; ალან ჰეინიგერი ; ალან ბიერი (სათადარიგო) (ორივე შვეიცარია)
გაფრთხილება : 19’ არდიან კრასნიქი ; 41’ არდიტ დელიუ ; 76’ გიორგი არაბიძე ; 88’ რუბინ ჰებაი
გოლი : 86’ გურამ გოშთელიანი
სფფ-ის პრესსამსახური