სიახლეები

ქალთა შორის U17 და U19 ნაკრებების მეტოქეები ცნობილია

ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე

დღეს, ნიონში ქალთა შორის 2016-17 წლების U17 და U19 ნაკრებების საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ქალთა U17-ის ნაკრები მე-5, ხოლო  U19-ის მე-7 ჯგუფში გადანაწილდნენ. ჯერჯერობით არაა ცნობილი, თუ რომელი ქყვეყნები უმასპინძლებენ მინიტურნირებს. U17-ის საკვალიფიკაციო ტურნირი 2016 წლის 1 აგვისტოდან 31 ოქტომბრის პერიოდში გაიმართება, U19-ის კი 2016 წლის 12-20 სექტემბრის ან 17-25 ოქტომბრის განმავლობაში.

U17-ის ფინალური ეტაპი 2017 წელს ჩეხეთში გაიმართება. მანამდე კი ამ ასაკობრივი ჯგუფის 44 ქვეყნის გუნდს საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევს თამაში. ამ ეტაპის გვერდის ავლის უფლება, ფინალური ტურნირის მასპინძელ ქვეყანას ჩეხეთსა და ესპანეთს აქვთ, რომელიც  პირდაპირ ელიტრაუნდში იასპარეზებს. საქართველოს ქალთა U17-ის ნაკრები მე-5 ჯგუფში იტალიის, ფინეთისა და პორტუგალიის გუნდებთან ერთად მოხვდა.

ელიტრაუნდში ჯგუფური ტურნირების საუკეთესო 2-2 გუნდი და ერთიც მესამე ადგილოსანი გავლენ. უკვე ამ ეტაპიდან ჩეხეთში გასამგზავრებელი 7 საგზურის მფლობელი 24 გუნდიდან გამოვლინდება. შეგახსენებთ, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში მეოთხე წელია ფინალური ეტაპი ახალი სისტემით ტარდება და მასში 8 გუნდი მონაწილეობს. ახალი ფორმატის ფინალური ეტაპის მასპინძლები უკვე იყვნენ, ინგლისი,, ისლანდია, ხოლო 2016 წლის მაისში ფინალს ბელარუსი მასპინძლობს.

1 ჯგუფი: შვეიცარია, დანია, სლოვაკეთი, ისრაელი

2 ჯგუფი: შვედეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, მალტა

3 ჯგუფი: პოლონეთი, უნგრეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი

4 ჯგუფი: ნორვეგია, ჰოლანდია, ბულგარეთი, მოლდოვა

5 ჯგუფი: იტალია, ფინეთი, პორტუგალია, საქართველო

6 ჯგუფი: საფრანგეთი, შოტლანდია, ხორვატია, ყაზახეთი

7 ჯგუფი: გერმანია, თურქეთი, უელსი, ლატვია

8 ჯგუფი: ინგლისი, რუსეთი, სლოვენია, ლიტვა

9 ჯგუფი: ბელგია, სერბეთი, რუმინეთი, უკრაინა

10 ჯგუფი: ირლანდია, ისლანდია, ბელარუსი, ფარერები

11 ჯგუფი: ავსტრია, ჩრდილოეთ ირლანდია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მაკედონია

U17-ის შესარჩევი ციკლისგან მცირედი განსხვავებით ტარდება ჯგუფური საკვალიფიკაციო ეტაპი ქალთა შორის U19-ის ნაკრებებისთვის. კენჭისყრის შედეგად ჯგუფებში გამარჯვებულ 2-2 საუკეთესოს და ერთსაც მესამე ადგილს ელიტრაუნდში პირდაპირი წესით საფრანგეთი, ინგლისი და გერმანია დაემატებიან. ფინალურ სტადიაზე კი ასპარეზობას ელიტრაუნდში წარმატებული 7 გუნდი და მასპინძელი ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდი იასპარეზებს. ქართველ ქალთა U19-ის ნაკრები მე-7 ჯგუფში იასპარეზებს შვედეთის, პორტუგალიასა და ბოსნია და ჰერცოგოვინას ნაკრებებთან ერთად.

1 ჯგუფი: ნორვეგია, რუმინეთი, პოლონეთი, სომხეთი

2 ჯგუფი: ირლანდია, იტალია, უელსი, მაკედონია

3 ჯგუფი: ბელგია, ავსტრია, ბელარუსი, ლიტვა

4 ჯგუფი: შოტლანდია, სერბეთი, კვიპროსი, ალბანეთი

5 ჯგუფი: რუსეთი, სლოვენია, საბერძნეთი, ისრაელი

6 ჯგუფი: ფინეთი, ისლანდია, ფარერები, ყაზახეთი

7 ჯგუფი: შვედეთი, პორტუგალია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, საქართველო

8 ჯგუფი: ესპანეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ლატვია

9 ჯგუფი: შვეიცარია, ჩეხეთი, ხორვატია, ესტონეთი

10 ჯგუფი: ჰოლანდია, თურქეთი, მოლოდვა, ბულგარეთი

11 ჯგუფი: დანია, უნგრეთი, სლოვაკეთი,  მონტენეგრო

ორივე ასაკობრივ ჯგუფებში ელიტრაუნდის ტურნირები 2017 წელს გაზაფხულზეა დაგეგმლი.

სფფ-ის პრესსამსახური

მასალა მომზადებულია www.uefa.com -ის მიხედვით