სიახლეები

U21 - ესპანეთი - საქართველო 5-0

გაუზიარე

ევროპის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა. ალმერიაში გამართული დაპირისპირება მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით 5-0 დასრულდა. ქართველთა კარის აღება დეულოფეუმ (3), უილიამსა და სებალოსმა მოახერხეს. ამ გამარჯვებით ესპანელებმა მეორე ადგილი განიმტკიცეს და ლიდერ ხორვატიასთან 2 ქულიანი სხვაობა შეინარჩუნეს. ჩვენი ნაკრები მომავალ მატჩს 17 ნოემბერს გორში შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ესპანეთი U21 - საქართველო U21 5-0

ალმერია, ესპანეთი, Estadio del Mediterráneo

ესპანეთი : არიზაბალაგა ; ხავი მანკილიო ; გაია ; ჯონი ; დუარტე ; ხოსე როდრიგესი (68' კამარასა) ; დეულოფეუ (კ) ; ოლიერ ტორესი ; ასენსიო ; სუარესი (58' დანი სებალოსი) ; უილიამსი (73' მუნირ ელ ჰადადი)

მთ. მწვრთნელი : ალბერტ სელადესი

საქართველო : ქურდაძე ; გეგეჭკორი ; დვალი (კ) ; გადრანი ; უბილავა ; ლობჟანიძე (62' ქოჩლაძე) ; პაპუნაშვილი ; კიტეიშვილი ; ცნობილაძე ; კაჭარავა (77' კერძევაძე) ; ფანცულაია (46' შულაია)

მთ. მწვრთნელი : ალექსანდრე ჩივაძე

მსაჯები : ხრისტოს ნიკოლაიდესი ; ხარალამბოს ხარალომბუსი ; იოანის ლაზარუ ; ხარალამბოს სკაპულის (სათადარიგო) (ოთხივე კვიპროსი)

გაფრთხილება : 50' შულაია ; 80' ხოსე გაია

გოლები : 17’, 33', 84' ჟერარდ დეულოფეუ ; 56’ ინიაკი უილიამსი ; 65’ დანი სებალოსი

ფოტო : www.sefutbol.com

სფფ-ის პრესსამსახური