სიახლეები

U21 - საქართველო ესპანეთის წინააღმდეგ

გაუზიარე

საქართველოს 21 წლამდე საფეხბურთო ნაკრები ევრო 2017 - ის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ოფიციალურ შეხვედრას ქალაქ ალმერიაში ჩაატარებს. ალექსანდრე ჩივაძის გუნდი ჯგუფის ფავორიტთან მატჩისთვის ესპანეთში მოემზადა. ახალგაზრდული ნაკრები ალმერიაში 9 ნოემბერს ჩავიდა. 21 წლამდე გუნდი დღევანდელ შეხვედრას რამდენიმე წამყვანი მოთამაშის გარეშე ხვდება. გუნდის კაპიტანი ოთარ კაკაბაძე და მათე ცინცაძე ეროვნულ გუნდში არიან გამოძახებული და ნაკრებთან ერთად უკვე ტირანაში იმყოფებიან. გიორგი აბურჯანია კი, დისკვალიფიცირებულია და ახალგაზრდული ნაკრების დახმარებას ესპანეთთნ მატჩში ვერ შეძლებს. ევრო 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ჯგუფს 12 ქულით ხორვატია ლიდერობს, რომელმაც 11 ნოემბერს, მეოთხე შეხვედრაში სან მარინოს 4:0 მოუგო. მეორე-მესამე ადგილებს სამ-სამი ჩატარებული მატჩით და შვიდი ქულით შვედეთი და ესპანეთი ინაწილებენ. საქართველოს ოთხი თამაშის შემდეგ ექვსი ქულა აქვს. ჯგუფის ბოლო ორ საფეხბურს კი თითო ქულით სან მარინო და ესტონეთი ინაწილებენ.

ესპანეთისა და საქართველოს 21 წლამდე საფეხბურთო დაპირისპირება ალმერიაში თბილისის დროით 21:45 წუთზე დაიწყება.

ალექსანდრე ჩივაძემ ესპანეთთან და შვედეთთან (17 ნოემბერს) სათამაშოდ შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:

მეკარეები : ბექა ქურდაძე („საბურთალო“), ბაჩო მიქავა, ლაზარე კუპატაძე (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი)

მცველები : ლევან გეგეჭკორი („შუქურა“, ქობულეთი), ლაშა დვალი („დუისბურგი“, გერმანია), გიორგი გადრანი („ჩერნომორეცი“, უკრაინა), დავით უბილავა („ლოკომოტივი“, თბილისი), დაჩი ცნობილაძე („სამტრედია“), გაგი მარგველაშვილი („საბურთალო“), გიორგი ცერცვაძე („ცხინვალი“)

ნახევარმცველები : ლაშა ქოჩლაძე, აკაკი შულაია (ორივე „ცხინვალი“), საბა ლობჟანიძე, ოთარ კიტეიშვილი (ორივე „დინამო“ თბილისი), გიორგი პაპუნაშვილი („ვერდერი“ ბრემენი, გერმანია), ავთო ენდელაძე („სამტრედია“)

თავდამსხმელები : ილია კერძევაძე („შუქურა“, ქობულეთი), ნიკა კაჭარავა („ცხინვალი“), გიორგი ფანცულაია („საბურთალო“), რომან ჭანტურია („ემპოლი“, იტალია)

სფფ-ის პრესსამსახური