სიახლეები

შესარჩევი მარცხით დავიწყეთ [ვიდეო]

გაუზიარე

საქართველოს 19-წლამდე ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი წარუმატებლად დაიწყო. ჩვენი ბიჭები უელსელ თანატოლებს გაეჯიბრნენ და 3-0 დათმეს შეხვედრა. ბრიტანელებმა სამივე გოლის გატანა პირველ ნახევარში მოახერხეს. 34-ე, 44-ე და 45-ე წუთებზე გოშაძის კარის აღება აბრუზესმა, ჯეიმსმა და ტომასმა შეძლეს. ჯგუფის მეორე შეხვედრაში ავსტრია ალბანეთს დაუპირისპირდა და ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით 2-1 დაამარცხა მეტოქე. ვასილ მაისურაძის შეგირდები შემდეგ შეხვედრას 14 ნოემბერს ალბანეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი კვლავ "მიხეილ მესხზე" გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება. 

საქართველო - უელსი 0-3

თბილისი, "მიხეილ მესხი"

საქართველო : გოშაძე ; ახალაძე (46' კომახიძე) ; ნადარაია ; კაკიაშვილი ; პაპუაშვილი (46' გვარაძე) ; მამუჩაშვილი ; ალთუნაშვილი ; ბიძინაშვილი ; არაბიძე ; გოშთელიანი (კ) ; მიქელთაძე (71' კიკნაძე)

მთ. მწვრთნელი : ვასილ მაისურაძე

უელსი - პილინგი ; კოქსი ; აბრუზესე ; გრეჰემი ; დეივისი ; დ. ტომასი ; ჯ. ტომასი (46' ტიგი) ; მორელი (კ) ; ჯეიმსი (85' ჰარისი) ; ბროადჰედი ; ჯ. ტომასი (70' ჰამფრისი)
მთ. მწვრთნელი : დევიდ ჰიუზი

მსაჯები : სრდიან იობანოვიჩი ; უროშ სტოიკოვიჩი (ორივე სერბეთი) ; ნუნო პერეირა ; უგო მიგელი (სათადარიგო) (ორივე პორტუგალია)

გაფრთხილება : 24' ახალაძე ; 42' ჯეიმსი ; 55' არაბიძე

გოლები : 34' რაის აბრუზესე ; 44' დანიელ ჯეიმსი ; 45' ჯორჯ ტომასი



სფფ-ის პრესსამსახური