სიახლეები

19-წლამდელთა საკვალიფიკაციო ეტაპი - ინფორმაცია მედიისთვის

გაუზიარე

ორი დღე რჩება უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების დაწყებამდე.

მედია-აქტივობები დაიწყება ხვალიდან, 11 ნოემბრიდან, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე.

11 ნოემბერი

13:30 - საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ვასილ მაისურაძისა და ნაკრების კაპიტნის - გურამ გოშთელიანის პრესკონფერენცია.

14:00 - საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში.

მედია-აკრედიტაციები გაიცემა იქვე, „მიხეილ მესხის“ სტადიონის მედიაცენტრში.

აქვე, შეგახსენებთ ტურნირის განრიგს:

12 ნოემბერი

13:00 - ავსტრია vs ალბანეთი („მიხეილ მესხი 2“)

14:00 - საქართველო vs უელსი („მიხეილ მესხი“)

 

14 ნოემბერი

13:00 - ავსტრია vs უელსი („მიხეილ მესხი 2“)

14:00 - ალბანეთი vs საქართველო („მიხეილ მესხი“)

 

17 ნოემბერი

14:00 - უელსი vs ალბანეთი („მიხეილ მესხი 2“)

14:00 - საქართველო vs ავსტრია („მიხეილ მესხი“)

მატჩებზე გულშემატკივრის დასწრება თავისუფალი იქნება. 12 და 14 ნოემბერს, საქართველოს ნაკრების თამაშების პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ. 17 ნოემბრის მატჩის ტრანსლირებას კი, „სილქ სპორტი“ უზრუნველყოფს. ტრადიციულად, ტექსტურ ლაივ-რეპორტაჟებს შემოგთავაზებთ სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდი.

 

სფფ-ის პრესსამსახური