2015 წლის სეზონის მსოფლოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი 2016 წლის 11 იანვარს დასახელდება. მანამდე, კი ქართველი ქალი ფეხბურთელების რჩეული არაოფიციალურ გამოკითხვაში ამერიკელი კარლი ლლოიდია. იმის, გათვალისწინებით, რომ ამერიკელმა ქალთა შორის 2015 წლის კანადის მსოფლიო ჩემპიონატის მხოლოდ ფინალური მატჩის დროს დაამახსოვრა თავი ფეხბურთის ქომაგებს, სავარაუდოდ ჩვენი გოგონების აზრი მსოფლიოს სპეციალისტების მოსაზრებასაც დაემთხვევა. შეგახსენებთ, ამერიკის ქალთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ფინალში, იაპონელთა წინააღმდეგ 16 წუთში ჰეთთრიქის გააკეთა. შეხვედრა კი ამერიკელებმა 5:2 მოიგეს.
ფიფა–მ 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ქალისა და ქალთა გუნდის მწვრთნელის გამოსავლენად ნომინანტები დაასახელა. საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად საუკეთესო ათეულები ფიფას ქალთა ფეხბურთის კომიტეტის, ფიფას მსოფლიო თასის და პოპულარული გამოცემის „ფრანს ფუტბოლის“ წარმომადგენლებმა შეარჩიეს. გამოკითხვაში ხმის მიცემა ფიფას წევრი ქვეყნების ქალთა ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებსა და კაპიტნებს აქვთ. შემოთავაზებულ კანდიდატებს 5, 3 და 1 ქულით აფასებენ და შესაბამისად I, II და III ადგილებს აკუთვნებენ.
გამოკითხვაში ტრადიციულად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც მონაწილეობს. წელს მსოფლიოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი და ქალთა გუნდის მწვრთნელი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თამაზ კოსტავამ და ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ტატა მატვეევამ დაასახელეს.
ქალთა გუნდის საუკეთესო მწვრთნელი:
თამაზ კოსტავა: 1. თომას ვიორლე (გერმანია,FC Bayern Munich), 2. ჯილ ელისი (აშშ ქალთა ეროვნული ნაკრები), 3. ჯონ ჰერდმანი (კანადის ქალთა ეროვნული ნაკრები).
ტატა მატვეევა: 1. ჯილ ელისი (აშშ ქალთა ეროვნული ნაკრები); 2. თომას ვიორლე (გერმანია,FC Bayern Munich), 3.სასაკი ნორიო (იაპონიის ქალთა ეროვნული ნარკები).
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი:
თამაზ კოსტავა: 1. რამონა ბაჩმანი (შვეიცარია), 2. კარლი ლლოიდი (აშშ), 3. ნადინ ანგერერი (გერმანია).
ტატა მატვეევა: 1. კარლი ლლოიდი (აშშ), 2. ჰოპ სოლო (აშშ), 3. ნადინ ანგერერი (გერმანია).
აღნიშნული კანდიდატების გარდა ნომინანტებს შორის დასახელებულები არიან:
ქალთა გუნდის საუკეთესო მწვრთნელი: კ. ბარლინგი (შვედეთი, U19), კ. ბელი (ინგლისი, FFC Frankfurt), ფ. ბენსტიტი (საფრანგეთი, PSG), ჯილ ელისი (აშშ, ეროვნული ნაკრები), ლ. ჰარვეი (ინგლისი, Seattle Reign), ჯ. ჰერდმანი (ინგლისი, კანადის ეროვნული ნაკრები), ჟ. პრეშე (საფრანგეთი, Olympique Lyonnais), მ. სამპსონი (უელსი, ინგლისის ეროვნული ნაკრები), ნ. სასაკი (იაპონიის ეროვნული ნაკრები), ტ. ვიორლე (გერმანია, FC Bayern Munich).
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: ნ. ანგერერი (გერმანია), რ. ბაჩმანი (შვეიცარია), კ. ბაჩმანი (კანადა), ა.ჰენრი (საფრანგეთი), ე. სომერი (საფრანგეთი), კ. ლლოიდი (აშშ), მ.მიიამა (იაპონია), მ. რეპინოე (აშშ), ს.შაშიჩი (გერმანია), ჰ. სოლო (აშშ).
სფფ–ის პრესსამსახური