სიახლეები

ნატოს კვირეული საფეხბურთო ტურნირით დასრულდა

სფფ
გაუზიარე

საქართველოში ნატოს კვირეული საფეხბურთო ტურნირით დასრულდა. “ნატოს თასი 2015”-ის გამარჯვებული საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გუნდი გახდა. ფინალური შეხვედრა საზოგადოებრივ მაუწყებლისა და ტელეკომპანია „მაესტროს“ გუნდს შორის 2:2 დასრულდა გამარჯვებული კი პენალტების სერიაში გამოვლინდა. მესამე ადგილზე ევროინტეგრაციის სამინისტროს წარმომადგენელთა გუნდი გავიდა, რომელმაც ტელეკომპანია “პირველს”თერთმეტმეტრიანების სერიაში მოუგო.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი პირველი არხის მოთამაშე მერაბ სიმონიშვილმა მიიღო. ტურნირის ბომბარდირი 7 გატანილი გოლით ტელეკომპანია ”პირველის” ჟურნალისტი ვახო სანაია გახდა. გამარჯვებულებს სამახსოვრო პრიზები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადასცა. „ნატოს თასის“ მოსაპოვებლად მედია საშუალებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ევროინტეგრაციის სამინისტროს გუნდები ორი დღის განმავლობაში იბრძოდნენ. შეხვედრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ხელოვნურსაფარიან მინი მოედანზე გაიმართა.  საფეხბურთო ტურნირი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.